Tuesday, February 24, 2015

მერვე დღე:გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ სასწავლო პროცედურების ჩამოყალიბებაზე,რომლის ასე დაწვრილებით ჩამოთვლისა და აღწეავეთ ბლოგის ტექნიკურ ინტრუმენტებზე,გავიმეორეთ წინა დღის მასალა და ვისწავლეთ ახალი გაჯეტი-ბლოგის გვერდები,რომლებსაც გამოვიყენებ პირადი ინფორმაციის დასახარისხებლად,პორტფოლიოს შესაქმნე
 ტრენინგი აუცილებლად მჭირდებოდა,კმაყოფილი ვარ ტრენერის მუშაობით.

Monday, February 23, 2015

მეშვიდე დღე-გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს და გავიმეორეთ შეფასების რუბრიკები.ვიმუშავეთ პროექტში დაბალი და მაღალი მოტივაციის მოსწავლეთათვის დავალებების  შერჩევაზე.ვიმუშავეთ ბლოგში.ვისწავლეთ სურათის ჩასმა გაჯეტში,ფონისა და სათაურის შეცვლა ანუ მენიუ გავარჩიეთ.
მეექვსე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის გამეორებით.მოვიძიეთ სურათები და გადავიტანეთ საქაღალდეში.გავეცანით მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუშს და გავაგრძელეთ ამ საკითხზე მუშაობა.ასევე გავეცანით სახელმძღვანელოში მოცემულ პროექტის გეგმებს. შევიმუშავეთ  სასწავლო პროცედურების გეგმა.ამ გეგმის მიხედვით

დაგვ ევალა საშინაო დავალებად ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურების ჩამოთვლა.გავეცანით პროექტის შეფასების რუბრიკებს,მოვარგეთ ჩვენს პროექტს.ამ რუბრიკებს გამოვიყენებ ,როგორც პროექტებზე მუშაობისას,ისე გაკვეთილზე.

Monday, February 16, 2015

მეხუთე დღე- გავიმეორეთ პროექტის გეგმის შესწავლილი ნაწილი და სრულვყავით.დავამატეთ შეფასების მონახაზი.მოვიზიეთ პროექტისათვის საჭირო სურათები და დავიწყეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა.აღნიშნული მასალის ცოდნა მჭირდება ნებისმიერი პრეზენტაციის მოსამზადებლად,მოსწავლისთვის დასახმარებლად.

Tuesday, February 10, 2015

ტრერინგის მე-3 დღე დავიწყეთ წინა დღის მასალის გამეორებით,რის შემდეგაც გავარჩიეთ მიმართულების კითხვები,რომლებიც დღემდე  არ გამომიყენებია პროექტის წერისას,მივუსადაგეთ 3-ვე სახის კითხვები ჩვენს პროექტს. შემდეგ განვიხილეთ  პროექტის შეფასების 3 ეტაპი და შევუსამაბეთ ჩვენი პროექტის 3 ეტაპს.ტრენერი ხსნის გასაგებად,აქვს სასიამოვნო დიქცია,ყველაფერს აკეტებს მასალის თითოელ მასწავლებელთან მისატანად. მიღებულ ცოდნას სათანადოდ გამოვიყენებ.

Monday, February 9, 2015

ტრ ენინგის III დღის შეჯამება.        გავიმეორეთ წინა დღის მასალა.ინტერნეტიდან მოძიებული ჩემი საგნის სტანდარტის,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით ჩამოვაყალიბე ჩემი პროექტის მიზანი. ძალიან მომეწონა,ყველაფერი უფრო ნათელი და გასაგებია.

Tuesday, February 3, 2015

პირველი მოდულის შეჯამება

გავეცანი პირველ დღეს გაინტელის სასწავლო კურსის პირველ მოდულს-სწავლება პროაექტებით.ვისწავლეთ საქაღალდის შექმნა,გავეცანით პროექტის გეგმის შაბლონებს,ასევე ბუკლეტის სახეობებსა და კოლაჟებს,რეკლამის შექ1მნასა და გამ ზადებული მასალების შენახვას საქაღალდეში. შევქმენით ბლოგი.
ტრენინგი იყო საინტერესო და პროდუქტიული.მიღებული ცოდნა დამეხმარება ,რომ

მოსწავლეებს გამოვუმუშაო XXI საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევები.